ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელია, დონჩიჩი, იოკიჩი - თორნიკე 5 სექტემბერს დრაჟენ პეტროვიჩის საპატივცემულო შეხვედრაში ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს

შენგელია, დონჩიჩი, იოკიჩი - თორნიკე 5 სექტემბერს დრაჟენ პეტროვიჩის საპატივცემულო შეხვედრაში ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს

ხვალ, 5 სექტემბერს, ლეგენდარული კალათბურთელის, დრაჟან პეტროვიჩის საპატივცემულოდ შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელიაც იქნება. ქართველი კალათბურთელის გუნდს ლეგენდარული მწვრთნელები, ობრადოვიჩი და ნევენ სპაჰია გაწვრთნიან.
ღონისძიებას სათავეში ალეკსანდერ პეტროვიჩი (დრაჟანის ძმა) უდგას და სწორედ მისი თქმით, თორნიკე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დაუკავშირდა ორგანიზატორის წარმომადგენელი და ამ მატჩში მონაწილეობის მიღება სთხოვა.
წყარო: თორნიკე შენგელიას ოფიციალური ფეისბუქ გვერდი
· შინი.GE
· მარაო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.