შენგელიას 16 ქულა 19 წუთში და "ვირტუსის" იოლი გამარჯვება ვენეციაში
თორნიკე შენგელიას მხოლოდ 19 წუთი დასჭირდა საიმისოდ, რომ თავის გუნდში საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა. თანაც როგორ პრინციპულ მეტოქესთან: ქართველი ფორვარდის "ვირტუს ბოლონია" სტუმრად "ვენეციას" ხვდებოდა, გუნდს, რომელსაც ამ მატჩამდე "ვირტუსის" მსგავსად 17 გამარჯვება და 8 მარცხი ჰქონდა. ანუ ბოლონიელები უშუალო კონკურენტს ხვდებოდნენ, თანაც გასვლაზე და სწორედ ამ შეხვედრაში ულიდერა შენგელიამ თავისიანებს.
"ვირტუსმა" უშუალო კონკურენტი ძალიან იოლად – 89:70 დაამარცხა, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი უდიდესია. შენგელიამ 8-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 16 ქულით თორნიკე თავის გუნდში
ბომბარდირი გახდა. ამასთან, ქართველმა ლეგიონერმა 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრაც მიითვალა.
18 მოგებითა და 8 წაგებით "ვირტუს ბოლონია" სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 14 აპრილს, "კრემონას" უმასპინძლებს.
GBF.GE
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.