ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შენგელიას 15 ქულა "ტრენტოსთან" - "ვირტუსმა" რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულა

იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. 16-გუნდიან ლიგაში 30 ტური ითამაშეს, საიდანაც თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" 22 მოიგო და ასპარეზობა პირველ ადგილზე დაასრულა. ეს ნიშნავს, რომ პლეი-ოფში ბოლონიელებს ყველა მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნებათ.
ბოლო ტურში "ვირტუსმა" "ტრენტოს" უმასპინძლა და 108:61 გაანადგურა. თორნიკე შენგელია მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რომელმაც 17 წუთში 15 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შედეგიანობით ქართველ კალათბურთელს მხოლოდ თანაგუნდელმა მარკო ბელინელიმ აჯობა,
რომელმაც 20 ქულა შესძინა თავის გუნდს.
"ვირტუს ბოლონია" მეოთხედფინალში მერვეადგილოსან "ტორტონას" დაუპირისპირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.