არქივი4 ნოემბერი, 2024, 18:39
შენგელიას 10 ქულა და "ვირტუსის" დაგეგმილი გამარჯვება "ტრევიზოსთან"

იტალიის სერია A-ში დაგეგმილი, თუმცა რთული გამარჯვება მოიპოვა "ვირტუსმა", რომელმაც ბოლონიაში "ტრევიზოს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 104:97 სძლია.
ბოლონიელებმა 4-დან 3 პერიოდი დათმეს, თუმცა მესამე 15 ქულით მოიგეს და მატჩის მოსაგებად ეს საკმარისი აღმოჩნდა. შენგელიამ მოედანზე გატარებულ 17 წუთში 10 ქულა და 3 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სამქულიანი არ უსვრია.
"ვირტუსი" 5 მოგებით და არც ერთი მარცხით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 6 ნოემბერს, "ტორტონას" უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.