პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შემოსავლების სამსახური: წითელ ხიდზე 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელი შემოჰქონდათ

წითელი ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტზე აზერბაიჯანიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილში მოწყობილ სამალავში 15 ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოაჩინეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის - „წითელი ხიდი“ მებაჟე ოფიცრების მიერ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული სატვირთო ავტომობილის და მისი მისაბმელის ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი იქნა 15-ტონამდე არადეკლარირებული დიზელის საწვავი" - წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.