შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტთან, თინა თაამთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის უფროსმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პარტნიორობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ხელს უწყობს საგადასახადო ადმინისტრაციის შესაძლებლობების განვითარებას.
„ამასთან, საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და მომავალი თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, შემოსავლების სამსახურის უფროსმა მადლობა გადაუხადა თინა თაამს თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა დაგეგმილ შეხვედრებში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის ვიზიტი ორი კვირა გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში, ის შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში შეხვედრებს გამართავს.
უწყებაში გამართულ შეხვედრას, ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია და შემოსავლების სამსახურის უფროსის მრჩეველი თამარ გაბრუაშვილი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?