პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება - შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის სახელით, SMS შეტყობინების სახით ყალბი შეთავაზება ვრცელდება - შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ უწყების სახელით, სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე ვრცელდება ყალბი გზავნილები, თითქოს მომხმარებელს ერიცხება საგადასახადო ზედმეტობა და თანხის დაბრუნების მიზნით, SMS-ის ავტორები მომხმარებლებს მითითებულ ბმულზე გადასვლას სთავაზობენ – ამის შესახებ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„შემოსავლების სამსახური კატეგორიულად აცხადებს, რომ გავრცელებული გზავნილი არის სიცრუე და არანაირი შეხება არ აქვს უწყების საქმიანობასთან. თაღლითური სქემის ავტორები ცდილობენ მოქალაქეთა თანხების დაუფლებას/გამოყენებას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს გამოიჩინონ სიფრთხილე ამგვარი საეჭვო შეტყობინების მიღების შემთხვევაში და მაქსიმალურად შეზღუდონ პირადი ინფორმაციის გაზიარება.
აქვე გაცნობებთ, რომ მეწარმე სუბიექტს საგადასახადო ორგანოს წერილობითი გადაწყვეტილება/შეტყობინება პროცედურების სრული დაცვით, მხოლოდ ,,საქართველოს ფოსტის“ მიერ ან მის ავტორიზებულ გვერდზე ელექტრონულად ეგზავნება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.