“შემომხედეთ, შევერკინე სპეცრაზმელს და საღსალამათი, თავისუფალი ვარ” – მურთაზ ზოდელავა

შემომხედეთ, არაფერია საშიში იმაში, რომ სპეცრაზმელს შეერკინოთ, შევერკინე და როგორც ხედავთ თავისუფალი და საღსალამათი ვარ. დასრულდა ყველანაირი ლეგიტიმაცია, ხელისუფლება აღარ გვყავს, შეუძლებელია დავთმოთ პოზიციები. ეს არის ჩვენი ბრძოლის ხერხი, მეთოდი, უნდა დავღალოთ და უნდა მივიყვანოთ გამარჯვება ბოლომდე. ეს იყო ტაქტიკური სვლა, ვნახეთ, რომ ჩაიხსნა გარკვეული ნაწილი სპეცრაზმის და გადაადგილდნენ ივანიშვილის დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მეტი ტაქტიკური სვლა. ყველა თქვენთაგანმა, ვინც ხართ ქუჩებში, უნდა იცოდეთ, შემომხედეთ, მატყობთ სახეზე შიშს, გაურკვევლობას? ზუსტად ვიცი, რომ უკან დასახევი გზა არ არის. ივანიშვილი მანიაკია, რომელიც მზად არის, რამდენი ათასიც უნდა შევიკრიბოთ, მაინც მოგვასხას გაზი და თქვას, რომ ისაა პატრონი, ჩვენი პასუხი უნდა იყოს, არ დავიბნეთ და არ დავნებდეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”