“შემოდგომისთვის ავტობაზარი, შესაძლოა, განახევრდეს… დილერების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად გაჩერებულია”

“შემოდგომისთვის ავტობაზარი, შესაძლოა, განახევრდეს… დილერების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად გაჩერებულია” | ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ ბიზნესპრესნიუსს განუცხადა.
💬 “ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დადგნენ კომპანიები და ყველა გადარჩენას ცდილობს. დილერების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტობრივად, გაჩერებულია და გაურკვევლობის პირობებში მუშაობს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი ბაზარზე 3-4 თვის შემდეგ გამოჩნდება. ავტომობილის შეძენას, ჩამოყვანას, გარემონტებას და ბაზარზე გამოტანას დრო სჭირდება. ამიტომ, თუ დღეს დილერი თავს იკავებს ავტომობილის შეძენისგან, ამის შედეგს სტატისტიკაშიც სწორედ 3-4 თვის შემდეგ ვიხილავთ.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ შემოდგომისთვის ბაზარი შესაძლოა, განახევრდეს. თუ ეს ტემპი და ეს ნეგატიური დინამიკა გაგრძელდება, ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობს. ისედაც პრობლემები გვქონდა წლის დასაწყისში გასაღების ბაზრებზე და ლოგისტიკურ ჯაჭვში, ახლა კი ამას საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც დაემატა. არ გამოვრიცხავთ, რომ დიდმა და საშუალო კომპანიებმა რეგიონებში არსებული ფილიალები დახურონ და მხოლოდ თბილისში გააგრძელონ საქმიანობა. ზოგი შესაძლოა, საერთოდაც გავიდეს ბაზრიდან” | თქვა BPN-თან ინტერვიუში ნონიაძემ