ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ — ნიკა გვარამია

„შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ“ — ნიკა გვარამია

კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია კოორდინირებულად მუშაობს და როლები განაწილებულია საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაბათილებისა და საერთაშორისო გამოძიების მისაღწევად.
ნიკა გვარამიამ ამის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან პროევროპული ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა, როდესაც მას დაანონსებული კარვების აქციის შესახებ ჰკითხეს.
„თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარვების საკითხი გავაჩერეთ, ძალიან ცდება. ბევრი კარავი შევაგროვეთ. დიდი კარვებიც, მათ შორის. შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე აქციაზე ვერ დამინახეთ, მე მაქვს სხვა საქმე. როლები განაწილებული გვაქვს, კოალიციის შიგნით და ზოგადად ოპოზიციაში. საქმე ძალიან ბევრია და ყველა ვმუშაობთ ჩვენ-ჩვენი მიმართულებით, რომ ჩვენი მოქმედებები იყოს კოორდინირებული“, — თქვა ნიკა გვარამია.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.