შემდეგი ლევან დავითაშვილი იქნება – დოლიძე

პოლიტიკიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლის შემდეგ, კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, ამბობს:
“ლევან დავითაშვილის ადგილას კარგად მოვუსმენდი საინფორმაციო საშუალებებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოფრენამდე, რადგან გათავისუფლებული თანამდებობის პირებიდან შემდეგი, ალბათ, ეგ იქნება. ის შემორჩა ძველი კოჰორტიდან, არ წარმოადგენს ახალ შემადგენლობას. არ არის მდინარაძის, კობახიძის, კალაძის გუნდიდან. ის წინა შემადგენლობიდან არ არის. თუ თვითმფრინავში არ მოხსნეს, ეგეც კარგია. ამ ეტაპზე ის საკუთარ მომავალზე უფრო უნდა ზრუნავდეს, ვიდრე სხვა რამეზე. რაც შეეხება ღარიბაშვილის გასვლას, ამას არანაირი მნიშვნელობა, შემხებლობა, ცვლილება ამ ადამიანების მდგომარეობასა და ცხოვრების დონეზე არ ექნება. შეიძლება, უბრალოდ ახლადდანიშნული ადამიანი უფრო გამდიდრდეს. საქართველოს მოქალაქისთვის ვინ წავა და ვინ მოვა “ქართული ოცნების” თანამდებობის მფლობელებს შორის, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება