” შემაშფოთებელი ცნობა მივიღე საქართველოდან” – გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი

30
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველთა საკითხებში, მერი ლოულორი სოციალურ ქსელში წერს.
„შემაშფოთებელი ცნობა მივიღე იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი ეუთო-ს ფაქტების დამდგენ მისიასთან თანამშრომლობის საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს და დაკითხეს. ადამიანის უფლებათა დამცველები დაშინებასა და ანგარიშსწორებას არ უნდა განიცდიდნენ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებთან თანამშრომლობისთვის“, – წერს ლოულორი X-ზე.
ცნობისთვის, გასულ კვირას ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. ნანუაშვილი სუს-ში 17 მარტს დაიბარეს. ნანუაშვილის თქმით, სუს-ის გამომძიებელმა განუცხადა, რომ მოწმის სტატუსით “მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის გამო იყო დაბარებული.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)