შეიხა, რომელიც არჩია “ოცნებამ” ზურაბ პოლოლიკაშვილს – დეტალები

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე შეიხა ალ ნოვაისი აირჩიეს – არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს მხარი კენჭისყრაზე 24-მა ქვეყანამ დაუჭირა.
შეიხა ალ ნოვაისი ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომლის კანდიდატურაც “ქართულმა ოცნებამ” მიმდინარე წელს გაიწვია. ამასთან, ივანიშვილის რეჟიმმა დაადასტურა, რომ მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაუჭერდა.
ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, ექსპერტთა წრეში გაჩნდა ეჭვები, რომ ოლიგარქის გუნდი გაერთიანებულ საამიროებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. კერძოდ, ექსპერტების ვარაუდით, “ოცნებამ” ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის გაწვევის სანაცვლოდ, საამიროებს ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და ქართული მხარისთვის გადმოცემა მოსთხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა