შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“. ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ნატოს სამომავლო გაფართოების საკითხი გააჩერა.
დეპუტატის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ნათქვამია ის, რაც „ხალხის ძალის“ წერილებში ჯერ კიდევ 2022 წელს ეწერა. „ხალხის ძალის“ 2022 წლის წერილებში ამოიკითხავთ, სწორედ იმას, რაც ახლა ჩაიწერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. რასაკვირველია ჩვენი წერილები საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდა. შინაარსი ძირითადად ერთიდაიგივეა, განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც წერია ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი. სტრატეგიაში წერია, რომ ევროპას სჭირდება ფოკუსის გასწორება. ასევე საუბარია ევროპაში ეკონომიკის ვარდნაზე, მთავარ მიზეზად კი ევროპის სხვის საქმეებში ჩარევა სახელდება. ასევე წერია, რომ ევროკავშირი და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები ძირს უთხრიან დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენს წერილებშიც სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები