ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შეიძლება, ეს კანონი სულაც არ მომწონს, მაგრამ ახლა აუცილებლად უნდა მიიღონ - ირაკლი რუხაძე

„იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ "tv იმედის" ეთერში საქართველოში "რუსული კანონის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.
ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ეს კანონი აუცილებლად უნდა გაიტანონ.
„ამ პროცესებს ვუყურებ ისე, როგორც მართულს ოპოზიციის მხრიდან. ვინც შეიძლება აქედან მოიგოს, არის ოპოზიცია. ძალიან აწყობთ, რომ ეს კანონი გაიტანონ. ან თუ დაინახეს, რომ [ხელისუფლებამ] დაიხია უკან, მერე ზუსტად ეცოდინებათ ოქტომბერში რა უნდა გააკეთონ. ოპოზიციას რა აქვს თავში, მე არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ რა იცის ამის შესახებ, არც ეს ვიცი", - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.