ფოტო: Trustees of the Natural History Museum
5
წაკითხვა
1995 წელს ლონდონის ისტორიის ეროვნული მუზეუმი (NHM) თავსატეხის წინაშე აღმოჩნდა. მათ ხელში უცნაური მინერალი ჩაუვარდათ, რომელსაც სამკუთხა ფორმა და ცვალებადი მოლურჯო შეფერილობა ჰქონდა.
მინერალი მუზეუმში ტელეწამყვანმა ანა გრეისონმა მიიტანა. ამის შემდეგ ქვა გამოსაკვლევად ექსპერტთა გუნდს გადასცეს, რომელსაც გორდონ კრესი უძღვებოდა. ამგვარი მინერალი არცერთ მეცნიერს არ ჰქონდა ნანახი.
თავად გრეისონმა მინერალი 1980 წელს მაროკოში შეიძინა. გამყიდველის თქმით, ქვა ლაზურიტი იყო. ცნობილია, რომ მაროკოს ეს რეგიონი მინერალებით მდიდარია, თუმცა გრეისონი თავადაც გეოლოგი იყო და მიხვდა, რომ ეს ლაზურიტი ვერ იქნებოდა.
ამის შემდეგ გრეისონმა გადაწყვიტა, ლონდონის მუზეუმის ღია კარის დღეზე წასულიყო, სადაც ხალხს იდენტიფიკაციის მიზნით მინერალები მიჰქონდა. ეს მინერალი იმდენად საინტერესო და იშვიათი გამოდგა, რომ კრესის გუნდმა მის გამოკვლევას წელიწადზე მეტი მოანდომა.
უცნობი წარმოშობის მინერალებს ხშირად სინქროტრონული რენტგენით სწავლობენ. ამ მეთოდით ელექტრონები თითქმის სინათლის სიჩქარით წრიულად იფრქვევა. ეს პროცესი საბოლოოდ ინტენსიურ რენტგენულ სხივებს ქმნის, რომლებზე დაკვირვებითაც ნიმუშის იდენტობის დადგენა მარტივდება.
აღმოჩნდა, რომ მეცნიერებს საქმე ერინიტთან ჰქონდათ. კრესის გუნდს არ გაუმართლა — ერინიტი უკვე აღმოჩენილი მინერალი იყო, იგი პირველად 1876 წელს აღწერეს. სახელი ბერძნული ენიდან მოდის და “ლურჯ ცას” ნიშნავს, უჩვეულო ფერი კი რკინის ატომებს შორის ელექტრონების გადაცემით წარმოიქმნება.
ეს კონკრეტული ნიმუში მილიონობით კრისტალური ბოჭკოსგან შედგება, რომელთა ზომაც მილიმეტრის 1/10000-ია. ამ კრისტალურ ბოჭკოებში რკინის იონები (Fe²⁺ და Fe³⁺) მოძრაობს, რაც ატომებს შორის ელექტრონების გადატანას უწყობს ხელს. სინათლე მინერალის ზედაპირზე მოხვედრისას შთაინთქმება: საბოლოოდ მინერალი უფერო ან ლურჯი ჩანს, გააჩნია, საიდან შეხედავთ.
მინერალის პირველი ანალიზიდან 30 წლის შემდეგ ერინიტის კვლავ მუზეუმში დაბრუნება გადაწყვიტეს. ამ დროის განმავლობაში მინერალს ბარსელონაში ჯორდან რიუსის ხელმძღვანელობით იკვლევდნენ. გარდა ამისა, ერინიტი ძალიან პოპულარული გახდა, რამაც საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდასა და NHM-ში წარმოდგენილი სხვა რამდენიმე მინერალის იდენტიფიკაციასაც შეუწყო ხელი.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
ამ ფრინველებს სიგარეტის ნამწვები ბუდეში მიაქვთ — მეცნიერებმა შეისწავლეს, რატომ აკეთებენ ამას10252 ნახვა
ტესტი: გამოიცანი, რამდენ % წყალს შეიცავს ხილი და ბოსტნეული4263 ნახვა
აღმოაჩინეს პატარა დინოზავრი, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის სახელი დაარქვეს3609 ნახვა
რაშია ბედნიერების საიდუმლო — რა გვასწავლა 88-წლიანმა კვლევამ3499 ნახვა
ქვიზი: რეალურია თუ ფანტასტიკა? გამოიცანი თანამედროვე ტექნოლოგიები2908 ნახვა
გირჩევთ
გადახედვა
მეცნიერება
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
რა არის უცნაური სტრუქტურა მარსზე, რომელიც ძველეგვიპტურ პირამიდას ჰგავს
გადახედვა
მეცნიერება
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
როგორი ზეგავლენა ექნება მარსის გრავიტაციას ასტრონავტებზე — კვლევა
გადახედვა
მეცნიერება
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადაშენებიდან 40 წლის შემდეგ — კონსერვაციონისტებმა უგანდაში მარტორქა დააბრუნეს
გადახედვა
დედამიწა
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება დედამიწის ბრუნვის სწრაფ შენელებას იწვევს
გადახედვა
კოსმოსი
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
იუპიტერისა და სატურნის გარშემო ახალი ბუნებრივი თანამგზავრები აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
მკვლევრებმა ასტეროიდ რიუგუზე სიცოცხლის წარმოშობისთვის საჭირო 5 ნივთიერება აღმოაჩინეს
გადახედვა
კოსმოსი
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
მარსის ზედაპირის ქვეშ ძველი მდინარის სისტემის კვალს მიაგნეს
გადახედვა
მეცნიერება
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
მეცნიერებმა დისკზე 1949 წელს ჩაწერილი ვეშაპის სიმღერა აღმოაჩინეს
გადახედვა
მეცნიერება
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
ემოციური ინტელექტი და ევოლუცია — რა მოგვცა ემოციებმა
გადახედვა
კოსმოსი
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს
ნახეთ: ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში პომიდორი მოიყვანეს