არქივი13 დეკემბერი, 2023, 06:59
შეინარჩუნებენ თუ არა ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით არჩეულ კურსს - როგორია შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
შეინარჩუნებენ თუ არა ევროპელი ლიდერები ევროკავშირის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით არჩეულ კურსს?! - ბრიუსელში, შეთანხმების მისაღწევად, მუშაობა გრძელდება. მანამდე კი, პროგნოზებს კიდევ ერთხელ აკეთებენ ქართველი პოლიტიკოსები.
ხელისუფლების ოპონენტები დადებით გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, თუმცა მათ ნაწილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიცია სერიოზულ საფრთხედ მიაჩნია.
კონსენსუსის იმედი აქვთ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 27-ვე ევროპული ქვეყნის მხარდაჭერა აქვს.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.