შეიარაღებული ძალები – პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაირღვა

პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე თავდასხმის შედეგად, დრონების ტიპის ობიექტებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაარღვიეს“, – აღნიშნულია სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
სარდლობის განცხადებით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში შესული დრონები რეალურ საფრთხეს წარმოადგენდნენ პოლონეთის მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.
განცხადების თანახმად, როდესაც დრონები საჰაერო სივრცეში შევიდნენ, ისინი ჩამოაგდეს და ამჟამად მიმდინარეობს ძალისხმება ობიექტების პოტენციური ჩამოვარდნის ადგილების დასადგენად.
„პოლონეთის და მოკავშირეთა ძალები და საშუალებები სრულ მზადყოფნაში არიან შემდგომი ოპერაციებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი