შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით უნგრეთში 11 ადამიანი დააკავეს

უნგრეთში, შეიარაღებული გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდების მომზადების ბრალდებით, სპეცოპერაციის შედეგად 11 ადამიანი დააკავეს. რეიდები ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე, პარალელურ რეჟიმში ჩატარდა.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო აღჭურვილობა, პნევმატიკური იარაღი და სხვა მასალა, ასევე დაჯგუფება “სკვითურ უნგრეთთან“ დაკავშირებული დოკუმენტები.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ადამიანთა ჯგუფი “სკვითური უნგრეთის” ჩამოყალიბებისა და თავისუფალი სამხედრო რაზმების შეიარაღების შესახებ აცხადებდა. ისინი, მთავრობის წევრების დაკავებით, პოლიციისა და სამხედროების განიარაღებით იმუქრებოდნენ.
საკონსტიტუციო წესრიგის ძალადობრივი გზით შეცვლის გეგმის მომზადების საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი