არქივი13 იანვარი, 2024, 06:43
შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.