ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” – გაფიცვას “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც უერთდებიან

“შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” – გაფიცვას “კავკასიის უნივერსიტეტის” სტუდენტებიც უერთდებიან
“ვგმობთ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს, განგრძობით რბევას, დაშინებასა და მუქარას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და ვუცხადებთ სოლიდარობას დაზარალებულებს” – საერთო სტუდენტურ გაფიცვას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ახალგაზრდებმა სპეციალური განცხადება დღეს მათივე სასწავლებელთან გააკეთეს და პარლამენტს მოუწოდეს, შეასრულოს კონსტიტუციური მოვალეობა, ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას და გაიწვიოს რუსული კანონი:
საქართველოს მოსახლეობამ მტკიცედ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომელიც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. კავკასიის უნივერსიტეტის არჩევანი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროპა. შესაბამისად, ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საერთო სტუდენტურ მოძრაობას და ვწყვეტთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას იქამდე, ვიდრე ქვეყანას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა. მიგვაჩნია, რომ ახლა ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მიმდინარე პროცესებში ჩართულობით უნდა დავიცვათ, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ოჯახს – ევროპას… შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება” აცხადებენ სტუდენტები

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.