შევჩენკო უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს

ბელგრადში უეფას 49-ე კონგრესზე აღმასრულებელი კომიტეტის წევრების არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგად აღმასრულებელი კომიტეტის ახალი წევრები აირჩიეს – 8 წარმომადგენელმა ოთხწლიანი მანდატი მიიღო, ხოლო კიდევ ორმა - ორწლიანი.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი შევჩენკომ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო - 15 ხმა 39-ის წინააღმდეგ.
არჩეული აღმასრულებელი კომიტეტის წევრების შემადგენლობა:
ოთხწლიანი ვადა: ლიზე კლავენესი (ნორვეგია), ფრენკ პაუ (ნიდერლანდები), გაბრიელ გრავინა (იტალია), ჰანს-იოახიმ ვაცკე (გერმანია), მარიან კუსტიჩი (ხორვატია), არი ლახტი (ფინეთი), აივარ პოლაკი (ესტონეთი), არმენ მელიკბეკიანი (სომხეთი).
ორწლიანი ვადა: აბალ რაფაელ ლუზანი (ესპანეთი),
მოშე ზუარესი (ისრაელი).
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.