“შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა” – სააკაშვილი
მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა:
ჩვენ ხომ ყველა ერთნაირად ვფიქრობთ ახლა. ჩამოვაშოროთ ესენი ხელისუფლებას, დავაბრუნოთ საქართველო ევროპულ გზაზე, შევიმუშაოთ ტექნიკური მთავრობა, გარდამავალი, ერთწლიანი, ორწლიანი და მერე ვარჩიოთ ჩვენი პარტიული განსხვავებები. მანამდე, ყველამ გავითავისოთ ეს საფრთხე – გაქანებული მივექანებით სრულ კატასტროფამდე! გაქანებული მივექანებით საქართველოს მოსპობამდე, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებამდე – მისი ძალიან ბევრი მკვიდრის და მოქალაქის. ჩვენ პარტიულ პლატფორმას, როცა იქნება, სახელად უნდა ერქვას ევროპა და არა, პარტიული პროგრამები. რუსულ რეჟიმს უნდა დავუპირისპიროთ ერთიანი პროდასავლური ძალისხმევა. ერთობა – “ძალა ერთობაშია“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.