ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შევიდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში

შევიდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში

ბოლო წელი, რუსეთში, ეკონომისტები, ეკონომიკური ბლიკუს მინისტრები და ცენტრალური ბანკი, ბჭობენ იმაზე, შევიდა თუ არა რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში.
ამასთან ოფიციალური პირები ამ სიტყვას ერიდებიან და სხვადასხვა ტერმინებს ხმარობენ, "ეკონომიკის გაგრილება", "ეკონომიკის შენელება", "ეკონომიკის გადახურება", "ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა" და ასე შემდეგ.
ეკონომიკაში, რეცესია ნიშნავს - ეკონომიკური ზრდის თანმიმდევრულ ვარდნას, წარმოების შემცირებით, ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში. ტერმინი გაჩნდა აშშ-ში, დიდი დეპრესიის დროს, რათა თავიდან აეცილებინათ სიტყვა „დეპრესია“ რომელიც ზედმეტად დამათრგუნებელი იყო.
რუსეთში, ბოლო პერიოდში სიტყვა რეცესია-ს გამოყენებაზე ტაბუ პირველმა ВЭВ-მა (Внешэкономбанк) დაარღვია. ВЭБ-ი, ერთ-ერთი უდიდესი რუსული სახელმწიფო ბანკია, „სახელმწიფო განვითარების კორპორაციის“ სტატუსით და კრემლის ეროვნული პროექტებს დამფინანსებელი.
"ორწლიანი სამხედრო ბუმის შემდეგ, როდესაც რუსეთის მშპ წელიწადში 4%-ზე მეტით იზრდებოდა, რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში გადავიდა" - ეს შეფასება გააკეთა ანდრეი კლეპაჩმა, ВЭБ-ის მთავარმა ეკონომისტმა - წერენ The Moscow Times, РБК და და სხვა მედია საშუალებები.
"ВЭБ-ის -ის გათვლებით, მეორე კვარტალში, რუსეთის მშპ, პირველ კვარტალთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ხოლო პირველ კვარტალში, წინა წლის, მეოთხე კვარტალთან შედარებით, იგივე 0.6%-ით შემცირდა. ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში ასეთი კლება (ე.წ. თანმიმდევრული დინამიკა), „ტექნიკურ რეცესიად“ ითვლება" - აღნიშნა კლეპაჩმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.