შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან – კობახიძე

“შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, “ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი” პრინციპის შესაბამისად, სტუ გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად:
“ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერა იმ რეფორმის მიმართ, რომელიც ჩვენ გვაქვს დაანონსებული. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ უნივერსიტეტი სრულად უჭერს მხარს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კონცეფციით გათვალისწინებულ ცვლილებებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხარდაჭერა რეფორმის მიმართ. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან”

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძე – 21-ე საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა 17 სექტემბერს შემოვიდა და მყისიერად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც იყო უალტერნატივო – მოსწავლეებისა და მასწავლებლების სიცოცხლეს რისკის ქვეშ ვერ დავაყენებთ

ლაშა ფარულავა: დაუყოვნებლივ ვითხოვთ გამოძიების დაწყებას კახი კალაძის და იმ სახელმწიფო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ბაღებში საკვების ხარისხსა და ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ