ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე, ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს - კალასი

შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე, ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს - კალასი

ვითარება ქართველი ხალხისთვის პოზიტიური მიმართულებით არ მიდის, დემოკრატიები არ ახშობენ ოპოზიციურ ხმებს ან არ ზღუდავენ მედიის თავისუფლება, ამის საპასუხოდ, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტექსტი და შევწყვიტეთ დაფინანსება საქართველოს მთავრობისთვის, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაგანაცხადა.
როგორც ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაია კალასმა თქვა, ქართველი ხალხის გვერდით დგომა გაგრძელება.
„დღეს ჩვენ შევთანხმდით დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის რეჟიმის შეჩერებაზე. ევროკომისია წინადადებას წელსვე წარადგენს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, მათ შორის დაფინანსების გადამისამართებით ხელისუფლებიდან სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხზე, დამოუკიდებელ მედიაზე, რადგანსაქართველოს მომავალი, ისევე როგორც სირიაში, მისი ხალხისთვისაა და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება ის“, – განაცხადა კალასმა.
1tv.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.