“შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ” – მდინარაძე

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რაზე გააკეთებს აქცენტს მმართველი პარტია საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას, რადგან ბოლო დროს “პრეზიდენტებში არ უმართლებთ”, ამბობს:
ახლა შევეცდებით, რომ ეს სერიოზული ხარვეზი აღმოვფხვრათ და ისეთი კანდიდატი დავასახელოთ, რომელიც თავიდანვე გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მართლა ბევრი კანდიდატის შესახებ უკვე გვიმსჯელია გუნდის შიგნით. ჩვენ უფრო ადრე შეიძლება გავახმოვანოთ საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვიდრე ეს თქვენ წარმოგიდგენიათ. ამიტომ შევეცდებით, რომ თარიღის გამოცხადებასთან ძალიან ახლო და შემჭიდროებულ ვადებში ვისაუბროთ ჩვენს პრეზიდენტობის კანდიდატზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო