არქივი9 ივლისი 2025, 21:38
“შევახსენებ, ნამდვილად ვინ მოიკლა თავი პოლიციელისგან ზეწოლის გამო” – სალომე სიმონია

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
მაშინ როცა კობახიძე სხვას აბრალებს თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობას, შევახსენებ, ნამდვილად ვინ მოიკლა თავი პოლიციელისგან ზეწოლის გამო.
ახალგაზრდა ბიჭმა, დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დედას წერილი დაუტოვა: დედა, დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნაო. სადაც ასევე წერდა, როგორ აშანტაჟებდნენ და აშინებდნენ.“ვინმეს პლანი ხო არ აქო დათესილიო, უნდა მითხრაო, თორემ რაც არ გაგიკეთებია, იმას შეგტენიო, მემუქრებოდა და მანქანაში გამლახა, წამიყვანა იანეთისკენ, აქ მოგკლავო.”
ექსპერტიზამ ფიზიკური ძალადობის კვალი და წერილის ავთენტურობა დაადასტურა, მაგრამ პოლიციელი 9 თვეში სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლეს და შემდეგ, ისევ პოლიციაში განაგრძო მუშაობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.