შევარცხვინე ის კაცი, “ხაბე” რომ ჩამოგაგდებს პარტიიდან და კიდევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები – ირაკლი ზარქუა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ნიკა მელიასა და ხაბეიშვილს შორის დაპირისპირებას ეხმაურება.
“მელია, ჩემო ძმაო, ოთხამდე გაქვს ვადა. ჩამოყალიბდი, გინდა “ნაცებში” ყოფნა? “ხაბე” არის მკაცრი, დაუნდობელი, შეუბრალებელია, არ გადათქვამს. ის კაცი შევარცხვინე, “ხაბე” რომ ჩამოგაგდებს პარტიიდან და კიდევ ამ პარტიას რომ ებღაუჭები. პანჩურს გირტყამენ, გაგდებენ ხან პირდაპირ ეთერში და ხან – ეთერს მიღმა. ჩემს “ხაბეზე” არაფერს ვამბობ ცუდს, იმას რაც სჭირს, ისიც ეყოფა,”- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი