პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შევალიე ტრანსფერს ითხოვს, ლუის ენრიკეს საფონოვის არ სჯერა - რას გეგმავს პსჟ?

პსჟ-ს მეკარე ლუკა შევალიე სათამაშო დროის სიმცირის გამო უკმაყოფილოა და ტრანსფერს ითხოვს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ლოიკ ტანზი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პსჟ-ში შევალიესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღიათ, რადგან პარიზელთა მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე გუნდის ამჟამინდელ ნომერ პირველ მეკარეს, მატვეი საფონოვს გრძელვადიან პერსპექტივაში ძირითად მეკარედ არ განიხილავს.
შესაბამისად პსჟ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი მეკარის დამატებას შეეცდება და თუ სასურველი გარიგების დადება ვერ მოახერხა, დიდი ალბათობით, შევალიეს სურვილი არ დაკმაყოფილდება.
შეგახსენებთ, ფრანგულმა კლუბმა შევალიე გასულ ზაფხულს, ჯანლუიჯი დონარუმას შემცვლელად, 40 მილიონ ევროდ შეიძინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.