“შეერთებული შტატები ახლა ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები” – ბლინკენი

“შეერთებული შტატები ახლა ემზადება ჩვენს ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოსაყენებლად, მათ შორისაა დამატებითი სანქციები”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მის განცხადებას ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ X-ზე ავრცელებს.

„აშშ არის საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორი 32 წელზე მეტი ხანია. ჩვენი პარტნიორობას საფუძვლად უდევს ჩვენი საერთო სიყვარული თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ და სურვილი, ენახათ საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულებმა ვიმუშავეთ თანმიმდევრულად საქართველოს მთავრობებთან და ქართველ ხალხთან ერთად, რათა განვითარებულიყო საქართველოს ეკონომიკა, გაუმჯობესებულიყო განათლების სისტემა, გაეძლიერებინათ თავდაცვის შესაძლებლობები და გაფართოებულიყო ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას და ჩვენი ერთგულება საქართველოს მამაცი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ არის ურყევი”(მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?