შეერთებული შტატების და ჩინეთის ლიდერებს შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებიათ

სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ჩინეთის მეთაურ სი ძინპინის შეხვედრა, რომელიც ერთ საათსა და ორმოც წუთს გაგრძელდა.
30 ოქტომბერს გამართული შეხვედრის შემდეგ არცერთ ლიდერს პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია.
მოლაპარაკების წინ გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპს და სი ძინპინს უნდა განეხილათ შეთანხმების დეტალები, რომელთა თანახმად, ჩინეთმა ერთი წლით უნდა გადაავადოს იშვიათ მიწათა მეტალების ექსპორტის შეზღუდვა, განაახლოს ამერიკული აგრარული პროდუქციის შეძენა და მიმართოს მცდელობებს შეერთებულ შტატებში ხელოვნური ნარკოტიკის, ფენტალინის შეღწევის აღსაკვეთად.
თავის მხრივ, შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას ჩინური პროდუქციის იმპორტისთვის 100%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებაზე.
მოლაპარაკების დახურულ კარს მიღმა გაგრძელებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან წარმატებულ შეხვედრას მოელის, სი ძინპინმა კი თქვა, რომ და ჩინეთი მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ.
სი ძინპინთან დღევანდელი შეხვედრის წინ დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს დაავალა ბირთვული იარაღის გამოცდის დაუყოვნებლივ დაწყება.
ტრამპმა მიზეზად დაასახელა სხვა ქვეყნების მიერ ბირთვული პროგრამების გამოცდა და და ჩინეთი ახსენა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს