“შედგა ეროვნული თანხმობა” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
ძალიან მეამაყებით, მეამაყება საქართველო. შედგა ეროვნული თანხმობა მთავარზე, რომ არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინმემ დააბრუნოს საქართველო რუსეთში, ვინმემ წაართვას საქართველოს ნება და ევროპული მომავალი. შედგა ეროვნული თანხმობა, ყველგან სადაც შეიძლებოდა და ძლიერდება ეს ეროვნული თანხობა. თუნდაც დღეს დილომატიურ კორპუსში, ბიზნესში, ფოთის პორტში და სად და სად. ეს არის ჩვენი ძალა. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, აქაც პრეზიდენტთან, რომელიც დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი, ლეგიტიმური ინეტიტუტი, აქაც შედგა ეროვნული თანხმობა. ჩემთან, ჩემს ირგვლივ, იმისთვის რომ თქვენ გემსახუროთ, შეიკრიბება საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები., ერთად ვმართავთ პოლიტიკურ პროცესს. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს, ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს ევროპულ გზას, დამოუკიდებლობას და განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო