შეგვიძლია -ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას

შეგვიძლია -ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” წარმოვიდგინოთ – ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას
„აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვენესუელაში ჩატარებულ არჩევნებში მადუროს გამარჯვების არ ცნობას და ვენესუელელი ხალხისთვის გაკეთებულ მიმართვას ეხება.
დავით ქართველიშვილი პოსტში გვთავაზობს ტექსტს, რომლის მსგავსსაც აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ჩატარებული არჩევნების მეორე დღეს გამოაქვეყნებს და მმართველ გუნდს „გამარჯვებული“ ოპოზიციისთვის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარებისკენ მოუწოდებს.
„აი ამას ელოდებიან ჩვენი ცვილის ფიგურები 27 ოქტომბერს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა არ ცნო ვენესუელას არჩევნებში მადუროს გამარჯვება და ოფიციალური განცხადებით მიმართა ვენესუელელ ხალხს: “ვულოცავთ ედმუნდო გონსალეს ურუტიას წარმატებულ კამპანიას. ახლა დადგა დრო, რომ ვენესუელელმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსიები ვენესუელას საარჩევნო კანონმდებლობისა და ვენესუელელი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.
ჩვენ შეგვიძლია აშშ-ს სახდეპის 27 ოქტომბრის ტექსტის “დრაფტიც” კი წარმოვიდგინოთ ჩვენთან მიმართებით: „ვულოცავთ ქართველ ხალხს წარმატებულ საარჩევნო კამპანიას. ვულოცავთ ელისაშვილს და ხაზარაძეს, ზურაბიშვილს და ჯაფარიძეს, ლომჯარიას და მარგველაშვილს, ბოკუჩავას და გვარამიას. ახლა დადგა დრო, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა მხარეებმა დაიწყონ დისკუსიები საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და ქართველი ხალხის სურვილების შესაბამისად, პატივისცემით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შესახებ”.
შეინახეთ ეს სტატუსი. ამაზე დიდი განსხვავებული ტექსტი 27 ოქტომბერს არ იქნება..“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება