შაჰინი: ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების კანონის მიღებით
როგორც საქართველოსა და მისი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დიდი ხნის მხარდამჭერი, ღრმად შეშფოთებული და იმედგაცრუებული ვარ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით და ქვეყანაში მომხდარი სწრაფი პოლიტიკური ცვლილებებით, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილებს. კანონმდებლობა, რომელსაც მე და სენატორი რიში გთავაზობთ, დააწესებს სერიოზულ სანქციებს საქართველოში იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ პოლიტიკურ ცვლილებებზე და ჩვენს მიერ შემოთავაზებული კანონი გადააფასებს აშშ-ის დახმარებას საქართველოსთვის, ამავე დროს, მკაფიოდ ადასტურებს ჩვენს ურყევ ნდობას ქართველი ხალხის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიისაკენ მიმართული ძალისხმევისადმი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.