ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შაჰინი/უიკერი: ოცნება ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით

შაჰინი/უიკერი: ოცნება ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი აღნიშნავენ, რომ განცხადებას ავრცელებენ "მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო სექტორს მათი საქმიანობის, მათ შორის ადამინის უფლებების მიმართულებით, დეტალური ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით მიმართა, საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით".
განცხადებაში საუბარია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებაზეც.
"ქართული ოცნების ხელისუფლება აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის გზით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რაც ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს.
ინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისგან მოითხოვეს, სავარაუდოდ, უკანონოა და ისეთი მასშტაბურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მოთხოვნების შესრულებას.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.