არქივი5 დეკემბერი 2024, 21:39
შაჰინი: დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას

სენატორებმა ახსენეს სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, რომელიც დილით გვქონდა. როგორც ვიცით, სიტუაცია საშინელი ხდება. ჩვენ ამ კომიტეტში გვქონდა ხანგრძლივი ვალდებულება ქართველი ხალხის მიმართ და დიდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს პოლიტიკური ვითარების გაუარესებას. ათასობით ადამიანი ქუჩაშია შვიდი დღეა და აპროტესტებს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.