ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შახტარში" შეიძლება მესამე ქართველი ლეგიონერი ვიხილოთ

ჟურნალისტი ენდრიუ ტოდოსი თავისი ტელეგრამ-არხით იტყობინება, რომ უკრაინული კლუბები აქტიურად სწავლობენ ქართულ საფეხბურთო ბაზარს და თბილისის "დინამოს" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელით დაინტერესდნენ.
ტოდოსის მტკიცებით, ცენტრალური მცველი ალექსანდრე კალანდაძე კიევის "დინამოს" შესთავაზეს, კიევურმა კლუბმა უარით უპასუხა, თუმცა შეიძლება 22 წლის ქართველი სხვა გუნდში გადავიდეს.
ასევე საკმაო მოთხოვნაა "ჩერკასის", "პოლესესა" და "შახტარის" მხრიდან 22 წლის ნახევარმცველის ანზორ მექვაბიშვილის მიმართ, მაგრამ ჯერ თბილისის "დინამოსთვის" ტრანსფერის თაობაზე არ მიუმართავთ
"შახტარი" მექვაბიშვილისთვის კარიერის გასაგრძელებლად ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს, რამეთუ ეს გუნდი ყოველ წელს მონაწილეობს ჩემპიონთა ლიგაზე
და თანაც, მის ღირსებას ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი იცავენ.
· შინი.GE
· მარაო

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.