არქივი30 მარტი, 2024, 13:26
"შახტარმა" ისევ გაიმარჯვა - აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა ითამაშეს
უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურში „შახტარმა“ გასვლაზე „ობოლონი“ 3:0 დაამარცხა.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 49-ე წუთზე ტრავმირებული ეფიმ კონოპლიას ნაცვლად შევიდა შეცვლაზე.
„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 46 ქულით ლიდერია და შემდეგ შეხვედრას 3 აპრილს ლვოვში თასზე „ჩერნომორეცთან“ ჩაატარებს.
ობოლონი - შახტარი 0:3
გოლები: 0:1 სიკანი (16), 0:2 შვედი (45+2), 0:3 შვედი (90)
გაძევება: სუხანოვი (45+8, ობოლონი)
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.