ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შახტარი" "პორტუს" ვერ გაუმკლავდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შახტარი“ გასვლაზე „პორტუსთან“ 3:5 დამარცხდა.
H ჯგუფიდან „ბარსელონა“ პლეი-ოფში უკვე გასული იყო, „პორტუს“ და „შახტარს“ 10-10 ქულა ჰქონდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე პორტუგალიური გუნდი იყო და „შახტარს“ მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდებოდა. „მეშახტეთა“ მწვრთნელმა პუშიჩმა სასტარტოში გოჩოლეიშვილი დააყენა, აზაროვი კი ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და გალენოს გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა პირველი მომენტი 28-ე წუტზე შექმნეს, როდესაც გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი დიოგუ კოშტამ მოიგერია, ცოტა ხანში კი სიკანმა ზუბკოვის პასით ანგარიში გაათანაბრა.
თუმცა, 43-ე წუთზე გალენომ ისევ დალაშქრა რიზნიკის კარი და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პორტუ“ დომინირებდა და ტარემიმ ანგარიში გაზარდა. კონტრშეტევისას სიკანის დარტყმული ბურთი ეუშტაკიუმ საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 40 წლის პეპემ მალე გაიტანა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მერე შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გაზარდა. ბოლოს ეგინალდომ დაამწუხრა დიოგუ კოშტა, საბოლოოდ 5:3 და „პორტუმ“ მერვედფინალის საგზური მოიპოვა.
„შახტარი“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო შემდეგ შეხვედრას 18 დეკემბერს უკრაინის თასზე „ავისპასთან“ ჩაატარებს,
პორტუ - შახტარი

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.