არქივი16 თებერვალი, 2024, 15:25
"შახტარის" მწვრთნელი: "მარსელთან" მატჩში ცოტა მეტს ვიმსახურებდით
ევროპა ლიგის პირველ 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარმა" "მარსელთან" ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა ირაკლი აზაროვმა, გიორგი გოჩოლეიშვილი კი 77-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. დაპირისპირების დასრულების შემდეგ კომენტარი "მეშახტეთა" მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა გააკეთა:
"გაორებული შეგრძნება მაქვს. ვთვლი, რომ ცოტა მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება ხოლმე. ჩემი ფეხბურთელების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ფანტასტიკური განწყობით გაისარჯენ, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური მატჩი ორი თვის მერე პირველად ჩავატარეთ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.