შატო პონტარმეში გაიმართება ღონისძიება, სადაც კინო, ღვინო და ქართული თანამედროვე კულტურა ფრანგული შატოს გამორჩეულ და ისტორიულ გარემოში გაერთიანდება

“ეს დღე ემიგრანტების სურვილითა და მხარდაჭერით დაიგეგმა, ამიტომ ეძღვნება საფრანგეთში მცხოვრებ ქართველებსა და WineCast-ის ევროპელ მეგობრებს, ყველას, ვისაც სურს აღმოაჩინოს საქართველო მისი დიდი ისტორიითა და თანამედროვე კულტურით.
ღონისძიება დაიწყება 13:00 საათზე და გაგრძელდება 21:00 საათამდე. სტუმრებს დახვდებათ:
ქართული ფილმების ჩვენება
ქართული მარნების გამოფენა, ღვინის დეგუსტაციები და მასტერკლასები
ქართული სამზარეულო
მუსიკა და ცოცხალი ატმოსფერო
შატოს უნიკალური გარემო
ერთად აღვნიშნოთ ქვევრის ღვინის საერთაშორისო დღე, 8000-წლიანი ქართული ღვინის ტრადიცია, რომელიც დღეს უკვე მსოფლიო კულტურის ნაწილია.
წამოიყოლეთ ფრანგი მეგობრები და გაუზიარეთ მათ ისეთი საქართველო, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეამაყება.”, – ნათქვამია Winecast – Film and Wine Festival-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)