შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე. ვცადეთ, ნებაყოფლობით მთავარ დონორებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა

შარშან კანონპროექტის გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო შეთანხმება დაფინანსების გასაჯაროებაზე. ვცადეთ, ნებაყოფლობით მთავარ დონორებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა
გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტის [გამჭვირვალობის შესახებ] გაწვევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო იმაზე შეთანხმება და იმის გააზრება, რომ ქართული და უცხოური ორგანიზაციები პროაქტიულად გაასაჯაროებდნენ ინფორმაციას თავიანთ დაფინანსებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნა, მათი მცდელობის მიუხედავად, რომ დონორებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს პროაქტიულად გაესაჯაროებინათ ინფორმაცია თავიანთი დაფინანსების შესახებ უშედეგოდ დასრულდა, რამაც კანონის ინიცირება გამოიწვია.
„ვცადეთ, ნებაყოფლობით საფუძველზე მთავარ დონორ ორგანიზაციებთან პარტნიორობა, თუმცა, ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოში სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგიერთი არაკომერციული ორგანიზაცია აგრძელებს გამჭვირვალობის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლას და პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პროცესებზე ფარულ ზეგავლენას.
საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართული ორგანიზაციების გამჭვირვალობა ყოველთვის კარგია. იგი მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს დემოკრატიულ ფუნდამენტს. აღნიშნული კანონპროექტი არათუ უბრალოდ სასურველი, არამედ აუცილებელია გამჭვირვალობის და ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების პროცესების ღიაობის გაზრდისთვის“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული