ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შარმანაშვილი ხოშტარიაზე: ხომ არის წამებული რაინდი? წელიწადნახევარი როგორმე აიტანოს

გირაო, ვიდრე განაჩენი გამოვიდოდა შესთავაზეს მას და რა ვიცი, ჟანა დარკად წარმოგვიდგინა თავი, რომ "არავითარ შემთხვევაში მე ამას არ მივიღებ უკანონო ხელისუფლებისგან, ამას ვიზამ იმას ვიზამ" და თვითდაპატიმრების პირველი სტადია მაშინ გამოამჟღავნა...
კანონი მხოლოდ ერთ პირობას აწესებს, რომ ის აღიარებს თავის დანაშაულს და ასეთ შემთხვევაშია მხოლოდ შესაძლებელი, რომ პირობითი სასჯელი განესაზღვროს და გარეთ იყოს და ისე მოიხადოს სასჯელი. ამაზეც უარს ამბობს. ჰოდა, თუ ახლა ეს გზა თვითონ აირჩია დაგვანებოს რა ჩვენ თავი. ხომ არის წამებული რაინდი? ჰოდა, წელიწადნახევარი როგორმე აიტანოს ისევ თავისი ქცევის გამო, რაც გააკეთა.თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძის საარჩევნო ბანერის "დაზიანებისთვის" პარტია დროას ლიდერს ელენე ხოშტარიას 1 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მოსამართლე გიორგი არევაძემ, 24 მარტს გამოიტანა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.