ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შარლ მიშელი კიევში ჩავიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კიევში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას შარლ მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.
„სასიამოვნოა უკან კიევში ყოფნა - მეგობრებთან ერთად“, - წერს მიშელი „ტვიტერის“ გვერდზე.
შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მას კიევის სადგურში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევგენი პერებიინისი და ევროკავშირის ელჩი უკრაინაში კატარინა მატერნოვა დახვდნენ.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს უკრაინა ღირსებისა და თავისუფლების დღეს აღნიშნავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.