ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შარლ მიშელი - ევროპა „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე უნდა გადავიდეს, თუ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“ რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელისსტატიაშია აღნიშნული.
„თუ ჩვენ არ მივიღებთ ევროკავშირის სწორ პასუხს და არ მივცემთ უკრაინას საკმარის მხარდაჭერას რუსეთის შესაჩერებლად, შემდეგი ჩვენ ვიქნებით. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. თუ ჩვენ გვინდა მშვიდობა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, - განაცხადა მიშელმა.
მიშელმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, უზრუნველყონ, რომ უკრაინამ მიეღო ის, რაც ბრძოლის ველზე სჭირდება - მათ შორის, ევროკავშირის ფულის სამხედრო აღჭურვილობაზე დახარჯვით და რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების გამოყენებით უკრაინისთვის იარაღის შესაძენად.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.