ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შარლ მიშელთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ორგანიზებული 28-ე კონფერენციის ფარგლებში კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების თემატიკაზე ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი და ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წინსვლა. მადლობელი ვარ შარლ მიშელის მხარდაჭერისთვის და მოუთმენლად, თავდაჯერებით ველი დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას," – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.