შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით – ეკონომიკური თვალსაზრისით, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა – ირაკლი

შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა. იმედი გვაქვს, ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჩინეთში განაცხადა.
მისივე თქმით, შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრაზე ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
“ჩინეთში ვიზიტს განვაგრძობთ ქალაქ შანხაიში. შევხვდით შანხაის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელობას. გვქონდა საუბარი თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განსაკუთრებით შევეხეთ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. შანხაი ჩინეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქია, განსაკუთრებით – ეკონომიკური თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, არსებობს თანამშრომლობის გაღრმავების ძალიან დიდი პერსპექტივა და იმედი გვაქვს, რომ ამ პერსპექტივას მაქსიმალურად გამოვიყენებთ,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო