ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შამბა შესაძლოა მესამედ გახდეს ოკუპირებული აფხაზეთის "საგარეო მინისტრი"

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შესაძლოა, კვლავ სერგეი შამბა გახდეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი RESPUBLICA-ს წერს.
შამბა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1997 წლის მაისიდან და 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 15 დეკემბერს კვლავ ჩაუდგა დე ფაქტო უწებას სათავეში. ის 2010-2011 წლებში იყო ე.წ. პრემიერ-მინისტრი, 2020 წლის ივლისიდან კი „უშიშროების საბჭოს მდივანია“
RESPUBLICA-ს ცნობით, „უშიშროების საბჭოს მდივნად“ რაულ ლოლუას ნიშნავენ, რომელიც მანამდე გუდაუთის რაიონული ადმინისტრაციის უფროსად არ დაამტკიცეს,
RESPUBLICA იმასაც წერდა, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე „უშიშროების საბჭოს მდივნის “ მოადგილის ზაალ ხვარცკიას კანდიდატურა განიხილებოდა.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 7 მაისიდან ვაკანტურია, დე ფაქტო ლოდერის ასლან ბჟანიას მიერ ინარ არძინბას დათხოვნის შემდეგ. არძინბას ვერსიით, თანამდებობა მან თავად დატოვა „ახალ სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.