შალვა რამიშვილი: ჩერგო და გიგა რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ… ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით

შალვა რამიშვილი თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას შესახებ წერს:

“ჩერგოზე მინდა გითხრათ. ერთი შეხედვით ახირებაა მისი ამოჩემება ჩემს მიერ. არც თუ ისე ახალგაზრდა , ლუზერი, ფსიქიკური აშლილობით (დიაგნოზი ზუსტად არ ვიცი) . ყველგან სადაც იყო იმ დაწესებულებებისა თუ პარტიების ანიჰილაცია გამოიწვია. ერთი საბრალო ქალია. არაფრის დაშავების თავი არა აქვს. უინტერესოა.
მაგრამ მთლად ასე არაა.

ჩერგო და გიგა განასახიერებენ ლიბერალური დემოკრატიის ბოლო ბასტიონს საქართველოში, რეიგანისა და ზოგადად აშშ-ის თავგადაკლულ ფანებს. ჩერგოს ყველაზე ნათელი მომენტი იყო როცა ჰილარისთან ერთად პანელზე იდგა (ან იჯდა)! სადაა ჰილარი, სადაა საერთოდ დემოკრატიული პარტია – ევას პავაროტში. სხვა ამერიკა იშვა და ლიბერალური დემოკრატიაც დასრულდა. მაგრამ როგორც ყველა სექტანტს ჩერგოგიგას ამის არ სჯერავთ.

რაღაცეებს ფაფხურობენ, პარტიულობანას თამაშობენ, მიკრონებში გაზომვად რეიტინგებში ფართხალებენ და ეს ხდება უდიდესი აპლომბით, აროგანტულად. წუმპეში ბაყაყები რომ ისხდნენ და ეგონოთ თავისი ყიყინით დედამიწას ატრიალებენ – ზუსტად ეგ სურათია.

ძალიან საინტერესოა ასეთ სახეობაზე დაკვირვება წმინდა საბუნებისმეტყველო კუთხით. საინტერესოა სად გაასხავენ როცა რეალობა მწარედ ჩაჰკრავს თავში? მაგრამ ეგ ბიფურკაციის წერტილი უკვე ჩავლილი აქვთ ჩემი აზრით. ვნახოთ… დავაკვირდეთ.”- წერს შალვა რამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?